Panasonic-მა Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა

იაპონურმა Panasonic-მა განაცხადა, რომ ჩინურ Huawei-სთან თანამშრომლობას წყვეტს აშშ-ს მიერ შემოღებული შემზღუდავი ზომების ფარგლებში, რომელიც მან ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტს დაუწესა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის Huawei-სთან და მის 68 ფილიალთან კონტრაქტს აუქმებს.

20 მაისს კორპორაცია Google-მა Huawei-ს საკუთარ რესურსებზე წვდომა შეუჩერა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შავ სიაში შეიყვანს. ეს იმას ნიშნავს, რომ Huawei-ს არ შეეძლება Google-ს სერვისებისა და პროგრამების მიღება, მათ შორის, ვერ გამოიყენებს Google play-ს და ფოსტა Gmail-ს – Reuter-მა გაავრცელა.
Huawei-ს ანდროიდზე წვდომა დარჩება, თუმცა, მხოლოდ იმ ვერსიებზე, რომლებიც ღია წყაროებშია.

აშშ Huawei-ს ჯაშუშობაში სდებს ბრალს. აშშ-ს ვაჭრობის სამინისტრო კომპანიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ 70 განყოფილებას შავ სიაში შეიტანს “მოქმედებისთვის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება”. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს Huawei-ს გამოყენებას.

banner
წინა სტატიაშიებრაელმა მეცნიერებმა 5 ათასი წლის წინანდელი საფუარით ლუდი მოხარშეს
შემდეგი სტატიაპენტაგონი ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცებს გააგზავნის