ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ განცხადება მედიასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ირაკლი ფიფიამ გააკეთა.

მისი განცხადებით, მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ საფანტის იარაღით გულ-მკერდის, მუცლისა და მარცხენა მხრის არეში ჰქონდა მიყენებული. ექიმის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურად მძიმეა და ის კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება.

„ჭრილობა იყო შემავალი გულ-მკერდისა და მუცლის ღრუში. სასწრაფო წესით გაუკეთდა ოპერაცია. პაციენტი ოპერაციის შემდეგ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამჟამად ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, – განცხადა ირაკლი ფიფიამ.

ფანასკერტელის ქუჩაზე 45 წლამდე მამაკაცი გუშინ გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიცოლის ჩაქუჩით ცემისთვის ბრალდებულს 1 წელი პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიამოხალისეებმა რუსეთის აგრესიის მონაცემთა მასშტაბური ბაზა გამოაქვეყნეს