ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყო, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთისა და ჭადრაკის სათამაშო სივრცე. დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთი, LED განათების ქსელი და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

“ფანასკერტელის ქუჩაზე, N11 კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ახლა ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ახალ, კეთილმოწყობილ და გალამაზებულ სივრცეს შევქმნით, სადაც მოსახლეობა შეძლებს სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში დასვენებასა და გართობას“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიჩრდილოეთ ირლანდიაში მეექვსე დღეა არეულობები გრძელდება
შემდეგი სტატიაბაღებისა და სკოლების დახურვაზე საუბარი შეგვეძლება მაშინ, თუ ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ორჯერ და სამჯერ მეტი გვექნება