“პანამურმა დოკუმენტებმა” მოდილიანის ტილოს საიდუმლო ახსნეს

"პანამურმა დოკუმენტებმა" მოდილიანის ტილოს საიდუმლო ახსნესპანამური იურიდიული ფირმა Mossack Fonseca-ს ირგვლივ ატეხილი ხმაურის შედეგად, შესაძლებელია, ბოლოსდაბოლოს გაირკვეს, ვინ არის ამედეო მოდილიანის ტილოს მფლობელი, რომელიც 25 მილიონად არის შეფასებული.
ფერწერით მოვაჭრე ცნობილი ოსკარ შტეტინერის მემკვიდრე ფიქრობს, რომ 1918 წელს დაწერილი მოდილიანის “დამჯდარი მამაკაცი ჯოხით” ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერის ნაჰმადის მფლობელობაშია.
სასამართლოში სარჩელის შემტანმა განაცხადა, რომ ნახატი ოფიციალურად პანამას ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია International Art Center (IAC)-ის ხელშია. პანამური დოკუმენტებით კი კომპანიას ნაჰმადის ოჯახი ფლობს.

Mossack Fonseca-ის დოკუმენტებით მტკიცდება, რომელიც ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო კონსორციუმმა გამოაქვეყნა, რომ IAC -ს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ნაჰმადის ოჯახი აკონტროლებს.
ნაჰმადების ადვოკატის განცხადებით, მნიშვნელობა არა აქვს ვინ ფლობს კომპანია IAC-ს, მთავარია საქმის გარემოებები, რომელიც მომჩივარმა მხარემ უნდა დაამტკიცოს.
ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრე ებრაელი ოსკარ შტეტინერის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნახატი მას ეკუთვნოდა მანამდე, სადან მისი ოჯახი 1939 წელს იძულებული არ გახდა საფრანგეთიდან გაქცეულიყო, სადაც მაშინ გერმანელები შევიდნენ. ნახატი ნაცისტების ხელში ჩავარდა.

იურიდიული დოკუმენტებიდან გამომდინარე, ნახატი ხელიდან ხელში გადადიოდა იქამდე, სანამ ის 1944 წელს არ იყიდა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. 1946 წელს შტეტინერმა საფრანგეთში სარჩელი შეიტანა და შეეცადა ნახატზე საკუთარი უფლებები დაებრუნებინა, თუმცა, სარჩელის შეტანიდან ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ისე, რომ სასამართლო არ დასრულებულა.
1996 წელს მოდილიანის აღნიშნული ნახატი IAC-მ იყიდა ლონდონის აუქციონზე 3,2 მილიონ დოლარად.

შტეტინერის ოჯახმა ე.წ. “პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნების შემდეგ ნიუ-იორკის სასამართლოში სარჩელი შეიტანა IAC -ს წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიპარიზის სასამართლომ ნება დართო მამაკაც-სტილისტებს “პედერასტი” უწოდონ
შემდეგი სტატიაპენტაგონი სირიაში სპეცრაზმის ხუთჯერ გაზრდას აპირებს