პანამის სამხრეთში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. Reuters-ის ცნობით, ძლიერმა ბიძგებმა შენობები დააზიანა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია, თუმცა ქვეყანა მსხვერპლსა და მასშტაბურ ნგრევას გადაურჩა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ცნობით, ეპიცენტრი დედაქალაქიდან 200 კილომეტრში, 12,6 კმ სიღრმეზე მდებარეობდა. სტიქიის შემდეგ 40-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.
მცირე დაზიანებები დარეგისტრირდა ქალაქ პენონომეში, სადაც პრეზიდენტი რაულ მულინო ჩავიდა. მიუხედავად სტიქიისა, პანამის არხს, სპილენძის მაღაროსა და საერთაშორისო აეროპორტს საქმიანობა არ შეუწყვეტიათ.
















