პანამის პროკურატურა ოფშორების შესახებ გამოძიებას დაიწყებს

პანამაპანამის პროკურატურა გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტზე გამოძიებას დაიწყებს, ორი დღის წინ საერთაშორისო ჟურნალისტ-გამომძიებელთა მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სადაც ათობით კომპანიისა და კერძო პირის კორუფლიულ სქემებზე იყო საუბარი – Sky News-ი წერს.
„ფაქტები, რომელიც საერთაშორისო და ერონულ მედიაშია ტერმინით „პანამური დოკუმენტები“ მოყვანილები, სისხლის სამართლის გამოძიების საგანი გახდება“ – განაცხადა უწყებამ.
გამოძიების დაწყების შესახებ ანონსი უკვე გააკეთეს ავსტრალიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს საერთაშორისო ჟურნალისტური კონსორციუმის გამოძიებაში მსოფლიო პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ოფშორულ კომპანიებზე იყო საუბარი, სადაც კორუფციული და სხვადასხვა სანქციებისათვის თავის არიდების სქემებზე იყო საუბარი

banner
წინა სტატიაშისირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიათბილისში რუსული სატვირთო მანქანები გამოჩნდა