“პანამის დოკუმენტების” წყარომ თავისი მოტივი ახსნა

"პანამის დოკუმენტების" წყარომ თავისი მოტივი ახსნაანონიმურმა წყარომ, როემლიც ე.წ. “პანამური დოკუმენტების” უკან დგას, იმაზე ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა ჟურნალისტებისათვის მასალების მიწოდება.
მან საკუთარ თავს ჯონ დოუ უწოდა და პუბლიკას გაზეთი Süddeutsche Zeitung-ით მიმართა, რომლის ჟურნალისტსაც, მან თავის დროზე მასალები მიაწოდა.
მისი მანიფესტის სრული ვერსია გაზეთის საიტზე ინგლისურ ენაზე დევს.

თავის განცხადებაში ჯონ დოუ საუბრობს იმაზე, რომ მსოფლიოში სასამართლოებმა თავი ვერ გაართვეს საკუთარ ამოცანას – ოფშორული ზონის მეტასტაზებისთვის მიეხედათ, რომელიც პლანეტაზე მიმოფანტულია.
“მე გადავწყვიტე Mossack Fonseca-ზე მასალების გამოქვეყნება, რადგანაც ვთვლი, რომ მისი დამფუძნებლები, თანამშრომლები და კლიენტები პასუხისმგებლები არიან იმ დანაშაულებებში, რომელთა ნაწილია მხოლოდ გამოქვეყნებული” – ნათქვამია განცხადებაში.

ჯონ დოუმ ასევე განაცხადა, რომ არ მუშაობს არც ერთ სამთავრობო ან სპეც სამსახურებში. “ჩემი ხედვა უგამონაკლისოდ მე მეკუთვნის, ისევე, როგორც გადაწყვეტილება დუკუმენტები Süddeutsche Zeitung-ისა და ჟურნალისტ-გამომძიებელთა კონსორციუმისათვის მიმეწოდებინა” – წერს ის.

მისი თქმით, მისი მოტივი უთანასწორობასთან ბრძოლაა.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში მსოფლიოში წამყვანმა გაზეთებმა პანამური კომპანია Mossack Fonseca-ის დოკუმენტები გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ ათეთრებს ფულს დაახლოებთ 72 იურიდიული და ფიზიკური პირი. მათ შორის ძალიან ცნობილი კომპანიები და ადამიანები

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის წინადადებაა ლტოლვილებს იარაღი დაურიგონ და საომრად გააგზავნონ
შემდეგი სტატიადონბასის ქართველი ლეგიონერები გამოჩნდნენ (ვიდეო)