PANAMA PAPERS: კომპანია, რომელიც ივანიშვილს დეკლარაციიდან გამორჩა

Lynden Management Ltd ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის მფლობელიც ბიძინა ივანიშვილია, თუმცა ექსპრემიერსა და საქართველოს უმდიდრეს მოქალაქეს ამ კომპანიის საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში მითითება გამორჩა, ამის შესახებ დღეს გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიებიდან გახდა ცნობილი. ჟურნალისტურმა გამოძიება Panama Papers-მა პანამური საშუამავლო კომპანიის Mossack Fonseca-ს დოკუმენტაციის გამოკვლევით 72 ქვეყნის ყოფილი ან მოქმედი ლიდერის ქონების იმ ნაწილის შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღემდე გასაიდუმლოებული იყო.

ვირჯინიის კუნძულები ეგრეთწოდებული “საგადასახადო სამოთხის” ნაწილია, რის გამოც ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთება სიმბოლური გადასახადის გადახდის შემთხვევაში არის შესაძლებელი. იმის გამო რომ ოფშორული ზონებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სქემებში აქტიურად იყენებენ ამ ქვეყნების ნაწილმა საკუთარი რეგულაციები შედარებით გაამკაცრა. 2011 წელს ვირჯინიის კუნძულებმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ახალი რეგულაციები მიიღო, რომლებიც ყველა კომპანიას ავალდებულებდა მისი საბოლოო ბენეფიციარის შესახებ მიეწოდებინათ ქვეყნისთვის ინფორმაცია. თუმცა ივანიშვილის Lynden Management Ltd-ის ფაქტობრივი მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის პასპორტის წარდგენა შუამავალმა კომპანია Mossack Fonseca-ამ მხოლოდ 2015 წელს შეძლო, სწორედ აქედან გახდა ჟურნალისტური გამოძიებისთვის ცნობილი კომპანია Lynden Management Ltd-ისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თანამდებობის პირმა ქონებრივ დეკლარაციაში უნდა მიუთითოს იმ კომპანიათა შესახებ, რომელთა ნაწილსაც ის ფლობს. ივანიშვილის საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, Lynden Management Ltd-ის მითითება დეკლარაციაში მითითება საჭირო არ იყო, რადგანაც ივანიშვილი ამ კომპანიის არა მფლობელი, არამედ ბენეფიციარი მესაკუთრეა.

საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილის ემურ ჩიხრაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს პირი მფლობელია თუ ბენეფიციარი მესაკუთრე ეს კომპანია დეკლარაციაში მაინც უნდა იყოს მითითებული. ინფორმაციის დამალვა კი სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.

უცნობია მიზეზები თუ რატომ არ მოხვდა Lynden Management Ltd ივანიშვილის დეკლარაციაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ მას აქტიური ურთიერთიბა ჰქონდა კომპანია Raptor Pharmaceutical-თან, რომლის დაახლოებით 20%-იან წილსაც ივანიშვილი ფლობდა და რომლის აქციების გაუფასურების გამოც ივანიშვილმა დაახლოებით $100 მილიონი დაკარგა. სწორედ Raptor Pharmaceutical-ში დაბანდებული თანხა გახდა ის მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა Credit Suisse-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლის შედეგადაც ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირი (სახელი შვეიცარული კანონმდებლობის მიხედვით კონფიდენციალურია) ამჟამად ციხეში ზის.

“ტაბულა”

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)მსოფლიო სკანდალი
შემდეგი სტატიალატვიამ რუსული მედია სერვერი Sputnik-ი დაბლოკა