პან გი მუნმა თავი კონკიას შეადარა

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავი, ხუმრობით, კონკიას შეადარა – მხედველობაში 31 დეკემბერს პოსტიდან წასვლა ჰქონდა.
“ახალი წლის წინ თაიმ-სკვერზე ბურთის გაშვებას დავესწრები. მილიონობით ადამიანი გახდება იმის მოწმე, ზუსტად 12 საათზე როგორ დავკარგავ სამსახურს” – იხუმრა გაეროს ხელმძღვანელმა.

პან გი მუნმა გაეროს გენერალური მდივნის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ორი ხუთწლიანი ვადა დაჰყო. დღეიდან მას პორტუგალიის წარმომადგენელი ანტონიუ გუტერეში შეცვლის, რომელიც თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს

banner
წინა სტატიაშისამხრეთკორეულმა თვითმფრინავმა იაპონიის ზღვაში შეცდომებით ბომბები ჩამოყარა
შემდეგი სტატიასტამბოლის კლუბის მეპატრონემ თქვა, რომ ტერაქტის შესახებ გაფრთხილება აშშ-ს დაზვერვის სამსახურიდან მიიღო