ფალსიფიკაციის ბრალდებით დაკავებულია ორი ადამიანი

ფალსიფიკაციის ბრალდებით დაკავებულია ორი ადამიანი

ფალსიფიკაციის ბრალდებით დაკავებულია ორი ადამიანისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიკაციის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა მოქალაქეები კახა ღურწკაია და მაკა შარია.
გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულები, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოველგვარი ტექნოლოგიური პროცესების დაცვის გარეშე, ახდენდნენ ქართული კონიაკების, „სარაჯიშვილისა“ და „თბილისურის“ ფალსიფიკაციას, ბოთლებზე აკრავდნენ მეორად აქციზურ მარკებს და ასაღებდნენ ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. ექსპერტიზის დაკსვნის მიხედვით, ალკოჰოლურ სასმელს შეცვლილი აქვს თვისობრიობა და არის ფალსიფიცირებული.
საქმეზე გამოძიება მიმდინაროებს სსკ-ის 197-ე და მე-2002 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე პატიმრობას.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება
შემდეგი სტატიაშსს-მ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა