პალიასტომის ტბაზე თევზის მოპოვებაზე შეზღუდვები დაიწყო

დღეიდან 15 ივნისის ჩათვლით, თევზის ტოფობის პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ფოთში პალიასტომის ტბაზე მოქმედებას იწყებს მკაცრი შეზღუდვები. ყველა საშუალებით თევზის მოპოვება, გარდა ანკესით სამოყვარულო თევზჭერისა, აკრძალულია. თუმცა, კოლხეთის პარკის წარმომადგენლის განცხადებით, მომზადებულია დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტში შედის კანონპროექტი და სავარაუდოდ მომავალი წლიდან პალიასტომის ტბაში დასაშვები იქნება კეფალის მოპოვება მთელი წლის განმავლობაში.
კოლხეთის პარკის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თავი შეიკავონ პალიასტომის ტბაზე თევზის მოპოვებისგან.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიათამაკონში შვილთან ერთად მცხოვრები დოდო წულაია მერიისგან დახმარებას ითხოვს