პალესტინური მედია – ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 35-ე დღეს ჩრდილოეთ ღაზაში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

პალესტინური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქ ღაზას რამდენიმე საავადმყოფოსთან ახლოს ჭურვები ჩამოვარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელს საავადმყოფოებზე თავდასხმა არ სურს, თუმცა იძულებული გახდება ეს ნაბიჯი გადადგას, თუ „ჰამასი“ საავამყოფოებს ისრაელზე შეტევისთვის გამოიყენებს. ბოლო მონაცემებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომს სულ მცირე 11 000 პალესტინელი და 1 200 ისრაელელი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისუს-მა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიამაკრონი – ღაზაში ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს ბომბავენ და კლავენ, ამას გამართლება არ აქვს, მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს