პალესტინური მედია – ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორში ქალაქების, ხან იუნისის და რაფას დაბომბვას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორში ქალაქების, ხან იუნისის და რაფას დაბომბვას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას პალესტინური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხრა ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი დაიღუპა საცხოვრებელი სახლის დაბომბვისას ხან იუნისში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ისრაელის ავიაიერიშების შედეგად სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ რაფაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს სახლი რაფაში, ტალ ალ-სულთანის რაიონში.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – უსაფრთხოების სამსახური აწყობილია, სხვა შემთხვევაში, საქართველოში მშვიდობა არ იქნებოდა
შემდეგი სტატიაეჭვი არ მეპარება, რომ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ ზურაბიშვილზე – დეკანოიძე