ღაზის სექტორში „ჰამასთან“ დაკავშირებული პალესტინური მედიასაშუალებები ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შესახებ იუწყებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, იერიშს, სულ მცირე, ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის არასრულწლოვანი გოგონა.
ისრაელის სამხედრო უწყებას (IDF) მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


















