პალესტინის პრეზიდენტი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

რუსული მედია რუსეთში პალესტინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის. ელჩი ამბობს, რომ პალესტინა რეგულარულ კომუნიკაციას ინარჩუნებს რუსეთთან.

“ჩვენ ყოველდღიურად ვართ კონტაქტში მოსკოვთან. ახლა მზადება მიმდინარეობს პრეზიდენტი აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის”, – განაცხადა ელჩმა.

პალესტინის წარმომადგენელი მოსკოვში ამბობს, რომ ელოდებიან კრემლის ოფიციალურ განცხადებას, თუ როდის გაიმართება ვიზიტი.

აბასი ბოლოს რუსეთში 2021 წლის ნოემბერში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს დახმარების სააგენტო – 137 000-ზე მეტი ადამიანი ღაზაში გაერო-ს თავშესაფრებს აფარებს თავს
შემდეგი სტატიარუსეთი დაინტერესებულია ახლო აღმოსავლეთში ომის გაჩაღებით, რომ შეარყიოს მსოფლიო ერთიანობა – ზელენსკი