პალესტინამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

პალესტინის ავტონომიის ლიდერის – მაჰმუდ აბასის განცხადებით, პალესტინა ყოველგვარ დიპლომატიურ კავშირებს წყვეტს ისრაელის სახელმწიფოსთან.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიურ ურთიერთობის გაწყვეტას წინ უძღოდა უკიდურესი გამწვავება ისრაელ-პალესტინის ურთიერთობებში.
დაძაბულობის მიზეზი იერუსალიმში მდებარე ალ-აქსას მეჩეთზე დაყენებული მეტალის დეტექტორები გახდა, რასაც მუსლიმი მოსახლეობის პროტესტი და შეტაკებებში ორი ებრაელი პოლიციელის დაღუპვა მოჰყვა. ისრაელმა მსგავსი არეულობის და დაძაბულობის ფონზე პარასკევის ლოცვისთვის ალ-აქსას მეჩეთი საერთოდ დაკეტა, რასაც მუსლიმების მხრიდან კიდევ უფრო მწვავე საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ისრაელის პოლიციასთან ბოლო შეტაკებებს 3 პალესტინელი ემსხვერპლა და 140-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიკალაშნიკოვი – უფრო მარტივია უბრალო ენით საუბარი, ვიდრე იარაღის ენით
შემდეგი სტატიასვანეთში უკრაინის მოქალაქე დაჭრეს-დაკავებულია ერთი პიროვნება