პალესტინამ აშშ-ს წინააღმდეგ გაეროს სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პალესტინის ავტონომიის წარმომადგენლებმა აშშ-ს წინააღმდეგ ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ისრაელში ამერიკის საელჩოს იერუსალიმში გადატანის გამო. ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიად ნაჯიბ ალ-მალკმა, 29 სექტემბერს აშშ-ს ადმინისტრაცია საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
საელჩოს თელ-ავივიდან გადატანა დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციის დარღვევაა, რომელიც 1961 წელს მიიღეს – პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო – “დოიჩე ველე” წერს.

2017 წლის დეკემბერში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმს აღიარებს და საკუთარი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალმში გადატანის შესახებ განკარგულება გასცა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრეზიდენტმა კელნში მეჩეთი გახსნა
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი – საქართველოს პატრონი როგორ იქნება ქალბატონი, რომელიც აბეზღებს თავის ქვეყანას და ცილს წამებს