პალატიდან საქართველოს დროშის გადმოფენის გამო, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

მესამე პრეზიდენტის მიერ დახატაული საქართველოს დროშის საკნიდან გამოფენის გამო, იუსტიციის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო – უწყებამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ოქმი შეადგინა.

ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილს ამ ოქმზე ხელი არ მოუწერია, ამიტომ უცნობია, გარკვეული სამართალდარღვევა დააფიქსირა სამინისტრომ, თუ ეს ოქმი უბრალოდ ფაქტის მოკვლევას ეხება.

ადვოკტის თქმით, ოქმის ასლი ჯერ მათთვის არ გადაუციათ.

“გუშინდელი აქციის მონაწილეებს პრეზიდენტი მადლობას უხდის, რომ სიციხვეში და ესეთ ვითარებაში გამოვიდა ხალხი და დააფიქსირა მხარდაჭერა, დააფიქსირა არა მხოლოდ პერსონალურად მის მიმართ, არამედ საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულებასთან დაკავშირებით ხალხმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, მრავლმა ათასმა ადამიანმა და თითოეულ მათგანს მადლობას უხდის პრეზიდენტი.

რაც შეეხება შიმშილობის საკითხს, პრეზიდენტი მხნეობას და ჯანმრთელობას უსურვებს ყველა იმ ადამიანს, ვიცნ ეს ძალიან რთული, და პარალელს ავლებს ცოტნე დადიანის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან, ესეთი რთული არჩევანი ვინც გააკეთა და ყველას უთვლის დიდი მხარდაჭერას, მხნეობას და ჯანმრთელობას უსურვებს”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

წინა სტატიაშიკერძო სექტორს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, გამოაცხადებს თუ არა პირველიდან 10 იანვრამდე უქმე დღეებს
შემდეგი სტატიასასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა