პაკისტანში “თალიბანის” “სულიერი მამა” მოკლეს

პაკისტანში მოკლულია ისლამისტების ლიდერი, რომელსაც ავღანეთის “თალიბანის” “სულიერ მამას” უწოდებდნენ. 81 წლის მაულანა სამი-ულ-ხაკი დანის რამდენიმე დარტყმით საკუთარ სახლში, ქალაქ რავალპინდში მოკლეს. მოკლულის შვილმა გაავრცელა, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაცვა ბაზარში იყო წასული. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანიმ, რომელიც ვიზიტით ჩინეთშია, დაგმო მკვლელობა და მომხდარის საგულდაგულო გამოძიების განკარგულება გასცა.
მაულანა სამი-ულ-ხაკი ადრე სკოლას ხელმძღვანელობდა, სადაც მოძრაობა “თალიბანის” ბევრი ლიდერი სწავლობდა, მათ შორის, მოძრაობის დამფუძნებელი მულა მუჰამედ ომარი, რომელსაც ულ-ხაკთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა – ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშისკანდალი – მაია ცქიტიშვილის და „ალკე-აზერბაიჯანის“ თაღლითური გარიგება, რომლის დეტალებსაც არბიტრაჟი გაასაჯაროვებს!?
შემდეგი სტატიაჰეროინის გასაღების ბრალდებით ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს