პაკისტანში ტერაქტში ეჭვმიტანილის ბრალდებით 5 ათასი ადამიანი დააპატიმრეს

პაკისტანის მთავრობამ ლახორის ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით 5 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრა – Reuters-ი წერს. მათი უმეტესობა განთავისუფლებულია.
მიმდინარე მომენტში პატიმრობაში 216 ადამიანი იმყოფება. ხელისუფლება ამოწმებს, აქვთ თუ არა მათ აფეთქებასთან რაიმე სახის კავშირი.
“გამოძიების ჩატარების შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება. თუკი გაირკვევა, რომ რომელიმე მათგანი დამნაშავეა, მას ბრალს წაუყენებენ” – სააგენტო პროვინციის მეთაურის სიტყვებს ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ 27 მარტს, საღამოს, პაკისტანის ქალაქ ლახორში ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 300-ზე მეტი კი დაშავდა, მათი უმეტესობა ბავშვები და ქალები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის განცხადება ივანე მაჭავარიანის გამოკითხვასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია(video)ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს