პაკისტანში სიკვდილით დასჯის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

პაკისტანში სიკვდილით დასჯის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

15პაკისტანში 2015 წლის მანძილზე 325 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით – ეს ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია – The Independent-ი წერს.
“პაკისტანი მომენტალურად გარდაისახა სახელმწფოდან, სადაც სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი არსებობდა, ქვეყნად, სადაც 18 თვეში 400 ადამიანი ჩამოახრჩვეს”- განაცხადა სიკვდილით დასჯის აღსრულების კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელმა მაია ფოამ. უფლებადამცველის თქმით, ეს ნამდვილი შოკია. პაკისტანის მთავრობას არ ადარდებს ის, რომ ბევრი, ვინს სიკვდილით დასასჯელთა კამერებში სხედან, ბავშვი და მოხუცია, რომლებიც რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაავადებებით არიან დაავადებული. ფოამ მოუწოდა შეწყვიტონ სიკვდილით დასჯა მისი კანონიერების დადგენამდე.

მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე 404 ადამიანი დაისაჯა სიკვდილით. უფლებადამცველების აზრით, ეს მონაცემები შესაძლებელია არ შეესაბამება სინამდვილეს. მიმდინარე მომენტში სიკვდილის აღსრულებას 8 ათასი ადამიანი ელოდება.
პაკისტანში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2014 წლის დეკემბერში მოიხსნა, მას შემდეგ, რაც თალიბები პეშავარეში თავს დაესხნენ სკოლას. ამ თავდასხმისას 130 ბავშვი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობის არქონის გამო პანკისში ორი ახალგაზრდა ჯერ ცემეს შემდეგ კი დააკავეს
შემდეგი სტატია(video) “ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო“ – იური მეჩითოვის სკანდალური განცხადება