პაკისტანში რკინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, პარასკევს, რკინიგზის სადგურზე ძლიერ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30. აფეთქება ქალაქ კვეტას სადგურზე, დაახლოებით დილის 9 საათზე მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, Baloch Liberation Army (BLA) აიღო.

უფროსი ზედამხედველის ბალოხას განცხადებით, მომხდარი სავარაუდოდ სუიციდური თავდასხმა იყო – “აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც პლატფორმაზე დიდი რაოდენობით მგზავრები იმყოფებოდნენ” – განაცხადა მან.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პროვინციის მთავარმა მინისტრმა სარფრაზ ბუგტიმ ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების დელიმიტაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაქართველოში 12 ნოემბრამდე უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული