20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

პაკისტანში რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს აფეთქება მოხდა- არის მსხვერპლი

პაკისტანში რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს ძლიერი აფეთქება მოხდა.

როგორც „ესოშიეთიდ პრესი” იუწყება, აფეთქების შეგდეგად  სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 70-ზე მეტი ადამიანი, მათგან 20-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

მედიის ინფორმაციით, ქალაქ კვეტაში რკინიგზის ლიანდაგთან ბომბი მაშინ აფეთქდა, როდესაც იქ სამგზავრო მატარებელი გადიოდა. „ესოშიეთიდ პრესის“ ცნობით, აფეთქებისას მატარებლის ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა ტერიტორიაზე, სადაც ჩვეულებრივ უსაფრთხოების ძალები არიან განთავსებული.

აფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა რამდენიმე ახლომდებარე შენობას და გზის გასწვრივ გაჩერებულ ათზე მეტ ავტომობილს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო აკრძალულმა ორგანიზაციამ „ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ“, რომელიც პაკისტანის ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.

როგორც დაჯგუფებამ ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, სამიზნეს წარმოადგენდა მატარებელი, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები გადაჰყავდა.

ამასთან, მისივე თქმით, აფეთქების შემდეგ კვეტას საავადმყოფოებში საგანგებო სამედიცინო მდგომარეობა გამოცხადდა და ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზელენსკი: პუტინს სიტყვა “ურას” მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ბუტბუტებს და ენის ბორძიკით საუბრობს