პაკისტანში გამართლებული ქრისტიანის ქმარი დასავლეთს თავშესაფარს სთხოვს

ქრისტიანი ასია ბიბის მეუღლე თვლის, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება ისლამისტების მასობრივი პროტესტის ფონზე. ასია ბიბის სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ის პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა. ვიდეომიმართვაში, რომელიც კვირას, 4 ნოემბერს ინტერნეტში გავრცელდა, აშიკ მასიხი აშშ-ს, ბრიტანეთს და კანადას ბიბისთვის თავშესაფარს სთხოვს, რომელსაც ქვეყნის დატოვების უფლება არა აქვს.
ამავე დროს, ბიბის ადვოკატი საიფ ულ-მალუკი, რომელიც ისლამისტების მუქარის გამო იტალიაში გადაფრინდა, რომის აეროპორტში დიდხნიან დაკითხვას გადიოდა იტალიელი ანტიტერორისტული განყოფილების მიერ. შემდეგ კი, ის მიაცილეს მისი მომდევნო დანიშნულების ადგილის, ამსტერდამის რეისზე რეგისტრაციის დაფამდე.
ბიბის საქმესთან დაკავშირებით ბევრმა გერმანელმა ეპისკოპოსმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება. კათოლიკურმა ორგანიზაცია missio-მ ბერლინს და ევროკავშირს მოუწოდა ჩაერიოს ბიბის საქმეში და პაკისტანს მოსთხოვონ, რომ მან ბიბის და მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

პაკისტანის უზენაესმა სასამრთლომ 24 ოქტომბერს 51 წლის კათოლიკე ასია ბიბი გაამართლა საქმეში, რომელშიც მას მუჰამედის შეურაცხყოფაში ედებოდა ბრალი. ბიბი სიხეში ზის 2010 წლიდან, სადაც სიკვდილით დასჯას ელოდებოდა. სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობს ბიბის დანაშაულის მტკიცებულებები. გადაწყვეტილების შემდეგ პაკისტანში მასობრივი არეულობები დაიწყო. ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიკვდილით დასჯას ითხოვენ. მთავრობამ, რომელსაც მასობრივი არეულობების შეეშინდა, სკოლები დროებით დახურა. ეკლესიებში კი დაცვა გააძლიერა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელი აქტივისტი, რომელსაც გოგირდმჟავა შეასხეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამორიგი შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში – როსტომ მეფის სასახლეში უმრავლესობის წევრები მივიდნენ