პაკისტანში ექსტრემისტების დაკავება დაიწყეს

პაკისტანში 182 რელიგიურ სკოლაზე კონტროლი დაწესდა და ასზე მეტი ექსტრემისტი დააკავეს – Reuters-მა 7 მარტს გაავრცელა. ქვეყნის შსს ავრცელებს, რომ მთავრობამ ქვეყანაში აკრძალულ სამხედრო შენაერთებზე კონტროლი გააძლიერა. “მიმდინარე მომენტისთვის პრევენციულ პატიმრობაში 121 პირია” – სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სააგენტოს ინფორმაციით, არაკანონიერ ფორმირებებზე შეტევები ისლამაბადზე საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ დაიწყო, რაც 14 თებერვალს ქაშმირსა და ჯამიში ინდოელ სამხედორბზე თავდასხმამ გამოიწვია. მაშინ თვითმკვლელმა-ტერორისტმა 45 პირი ააფეთქა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჯაიშ-ე-მუჰამედის” ისლამისტებმა აიღეს საკუთარ თავზე. საპასუხოდ ინდოელმა სამხედროებმა პაკისტანის ტერიტორიაზე ტერორისტების ბანაკი დაბომბეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპს Apple-ის დირექტორის გვარი დაავიწყდა და მას ტიმ Apple-ი უწოდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობისათვის ძებნილი პირი თბილისში დააკავა