პაკისტანში ცოცხლად დაწვეს ქალი, რომელმაც უარი თქვა გათხოვებაზე

პაკისტანში ცოცხლად დაწვეს ქალი, რომელმაც უარი თქვა გათხოვებაზე

4უცნობების ჯგუფი თავს დაესხა პაკისტანელ მასწავლებელს, ცემა და ცოცხლად დაწვა – “ბიბის” წერს.გამოცემის თანახმად, მარია სადაგატმა უარი თქვა იმ სკოლის მეპატრონის შვილზე გათხოვებაზე, სადაც ასწავლიდა. მოკლულის მამა ირწმუნება, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თავდამსხმელებს შორის იყო. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პირველადი შედეგები ორ დღეში იქნება ცნობილი.
მედიკოსების თქმით, ქალმა სხეულის 85%-ზე მიიღო დამწვრობა. ის ჰოსპიტალიზებური იყო, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“ბიბისის” თქმით, ე.წ. “ღირსების მკვლელობები” პაკისტანში დღემდეა. 2015 წელს აღრიცხულია 1000 მსგავსი შემთხვევა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ბუნდესტაგმა სომხების მასობრივი მკლველობა გენოციდად აღიარა
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი:პრემიერის ამ თავხედობასაც ზუსტად იგივე მუშტარი ყავს, რაც სახელმწიფოს დაკვეთილ ცემას