პაკისტანში ჩინეთის საკონსულოს თავს დაესხნენ

პაკისტანში, ქალაქ კარაჩიში ჩინეთის საკონსულოს დაესხნენ თავს. მომხდარზე პასუხიმგებლობა “ბალუჯისტანის განთავისუფლების არმიამ” აიღო. თავდამსხმელები დიპლომატიური უწყების შენობაში შესვლას ცდილობდნენ. მოკლულია სამი ბოევიკი და ორი პოლიციელი. დაჭრილია ერთი სამართალდამცველი. ჩინელი დიპლომატებიდან არავინ დაშავებულა – “ამერიკის ხმა” წერს.

ჩინეთი პაკისტანში 62 მილიარდის ინვესტიციას ანხორციელებს.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხა-„მაგთის“ ინტერნეტი, ნიკა შეროზია და ჩვენი ქუჩა
შემდეგი სტატიამადრიდი ლონდონისგან გიბრალტარზე წერილობით გარანტიას ითხოვს