11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

პაკისტანში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო

CNN თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ პაკისტანში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მოლაპარაკებებში პაკისტანი შუამავლის როლს ასრულებს.

აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს და მასში ასევე შედიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი.

ამერიკელების მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებიან ვენსის მთავარი მრჩევლები – ენდრიუ ბეიკერი (მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) და მაიკლ ვენსი (სპეციალური მრჩეველი აზიის საკითხებში).

ირანის დელეგაცია 71 ადამიანს მოიცავს, მათ შორის მომლაპარაკებლებს, ექსპერტებს და მედიისა და უსაფრთხოების წარმოადგენლებს.

banner
წინა სტატიაში„წინააღმდეგობის 500 დღე“- საპროტესტო მარში თბილისში
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს