15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

პაკისტანში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანში აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნეც მატარებელი იყო, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა.

გამოცემის ცნობით, მატარებელს სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები გადაჰყავდა. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი დასავლეთ ბელუჯისტანის რეგიონის დედაქალაქ კვეტაში, ჩამან ფატაკის სადგურზე მოძრაობდა. სამი ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა, ორი კი გადაბრუნდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის (BLA) სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო და განაცხადა, რომ ეს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ეს განცხადება პაკისტანის ოფიციალურ პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მკაცრად დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ „ტერორიზმის ასეთი მშიშარა ქმედებები ვერ შეასუსტებს პაკისტანელი ხალხის სიმტკიცეს“.

ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმია აცხადებს, რომ პაკისტანის ფედერალური მთავრობა უდიდესი პროვინციის მდიდარი მინერალური რესურსების ექსპლუატაციას ახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი სარგებლის მიღების საშუალებას არ აძლევს.

ბელუჯისტანი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 44%-ს მოიცავს და იქ ქვეყნის 240 მილიონზე მეტი მოსახლეობის დაახლოებით 5%-ი ცხოვრობს. ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის მებრძოლებსა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება თებერვლის დასაწყისში დაიწყო, რამაც 31 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ოფისთან პოლიციასა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაშიო III: ქრისტეს მორწმუნეების ერთობა განსაკუთრებულია და აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას