12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

პაკისტანში აცხადებენ, რომ მზად არიან აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლონ

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისჰაკ დარმა განაცხადა, რომ პაკისტანი მზადაა, მომდევნო დღეებში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

ისჰაკ დარის თქმით, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების ხელშეწყობაში პაკისტანს ნდობა გამოუცხადეს.

„პაკისტანისთვის პატივი იქნება, უმასპინძლოს და ხელი შეუწყოს ორ მხარეს შორის მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში, მიმდინარე კონფლიქტის ყოვლისმომცველი და მდგრადი მოგვარების მიზნით“, – აღნიშნა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თუმცა ირანი და აშშ ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ.

ისჰაკ დარმა აღნიშნული განცხადება ისლამაბადში პაკისტანის, საუდის არაბეთის, თურქეთისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში ომის სწრაფად დასრულების შესაძლო გზები.

banner
წინა სტატიაშიირანის თავდასხმის შედეგად ქუვეითში 10 ჯარისკაცი დაშავდა
შემდეგი სტატიარა მოხდა 1977 წელს და რატომ გაიყო სინოდი ორად?