პაკისტანში 20-მდე ადამიანი მოკლეს

პაკისტანის პროვინცია პენჯაბში, სუფიების სულიერ ცენტრში 20-მდე ადამიანი მოკლეს, ერთი გადარჩენილი კი დაშავდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი ეჭვმიტანლი, ცენტრის წინამძღვარის აბდულ ვახიდის თანამზრახველები არიან. თვითონ ცენტრის ხელმძღვანელი და სულიერი ლიდერი მოჰამედ ალი გუჯარი, მკვლელობის დღეს ცენტრში არ იყო. როგორც გადარჩენილი მოქალაქ ამბობს, ვახიდი თავის ცენტრში ბევრ ადამიანს ეპატიჟებოდა და მათ მოწამლული საკვებით უმასპინძლდებოდა, ამის შემდეგ კი, დამხმარეებთან ერთად მოწამლულებს კლავდნენ ჯოხებით და დანებით.
განგაში ერთმა ქალმა ატეხა, რომელმაც ცენტრიდან თავის დაღწევა შეძლო და უახლოეს საავადმყოფომდე მიაღწია. პოლიცია დაუყოვნებლივ მივიდა ცენტრში და ვახიდი დააპატიმრა. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. 50 წლის აბდულ ვახიდმა აღიარა, რომ ის ხალხს იმიტომ კლავდა, რომ ეგონა, რომ ისინი მის მოსაკლავად მოდიოდნენ.

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიაში მეწყერს სულ მცირე 250 ადამიანი ემსხვერპლა, 400 კი – დაშავდა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ციხეებში ექსტრემიზმთან სპეცაგენტები იბრძოლებენ