პაკისტანში 16 წლის გოგონა მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეგობარი გოგონას დახმარებისთვის

პაკისტანში 16 წლის გოგონა მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეგობარი გოგონას დახმარებისთვის

პაკისპაკისტანის პროვინცია ჰაიბერ-პახტუნხვაში, 16 წლის გოგონა მოკლეს და შემდეგ დაწვეს. ამის შესახებ Dawn-ი წერს.
ადგილობრივმა სახალხო საბჭომ მისი დასჯა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ის მეგობარ გოგოს სოფლიდან გაქცევაში დაეხმარა, რომ მას მშობლების ნების წინააღმდეგ შეყვარებულზე ექორწინა. საბჭომ, რომელიც 15 ადამიანისგან შედგებოდა, გადაწყვიტა, რომ მსგავსი განაჩენი პატივისა და ღირსების საკითხია.
გოგონა თავდაპირველად ერთ-ერთ მიგდებულ სახლში წაიყვანეს, სადაც ნარკოტიკები მიაღებინეს, შემდეგ კი მოკლეს. ამის შემდეგ ცხედარი იქვე მდგარ მიკროავტობუსზე მიაბეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.
პოლიციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 13 ადამიანი დააკავა, მათ შორის, დაღუპულის დედა. საქმეს ანტიტერორისტული სასამართლო განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: სამშობლოს მსახურების ღვაწლი გიორგი მაზნიაშვილის სახელით არ დამთვრდება
შემდეგი სტატიასომხეთში საქართველოს საეჩო ორი თვეა ელჩის გარეშე მუშაობს