15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი: ეს გადამწყვეტი მომენტია, გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს

„ეს გადამწყვეტი მომენტია, გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს“, – აღნიშნული განცხადება პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ გააკეთა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ხვალ ამერიკელი და ირანელი ლიდერები ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ.

„პაკისტანის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, – აცხადებს შეჰბაზ შარიფი.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკვე გაემგზავრა პაკისტანში.

banner
წინა სტატიაშიზაზა ფაჩულიას რაჭაში ჰესის ასაშენებლად მიწა 49 წლით გადაეცა
შემდეგი სტატიაირანის შეიარაღებული ძალები: ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დავთმობთ