პაკისტანიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდა

ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე სისტან-ბელუჯისტანის პროვინციის მირკავეს რაიონში, რომელიც ესაზღვრება პაკისტანს, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ პირთა ჯგუფმა, პაკისტანის მხრიდან თავდასხმა განახორციელა ირანის სასაზღვრო საგუშაგოზე, რის შედეგად, მოკლულია 3 მესაზღვრე. შეტაკების დროს, ლიკვიდირებულ იქნა ასევე 3 თავდამსხმელი.
ირანული წყაროს ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელები რომელ რადიკალურ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიცნობილ მომღერალს ერდოღანის შეურაცხჰყოფის გამო ციხე მიუსაჯეს
შემდეგი სტატიასომხები ლუკაშენკოს ბაქოსთან ღალატში ადანაშაულებენ