პაკისტანი ისრაელს ატომური იარაღით ემუქრება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 25, 2016 22:33

პაკისტანი ისრაელს ატომური იარაღით ემუქრება

პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ასიფ ხავაჯა ისრაელს ატომური იარაღით ემუქრება მას შემდეგ, რაც AWD News-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ისრაელის მხრიდან პაკისტანისადმი არსებულ საფრთხეებზეა საუბარი.
სტატიაში არასწორად იყო ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოშე იაალონის ციტატა მოყვანილი. გამოცემა ამტკიცებს, რომ ისლამაბადის გეგმების კომენტირებისას, რომელიც სირიაში ბოევიკებთან ბრძოლას ეხებოდა, იაალონმა არ გამორიცხა პაკისტანზე ატომური ბომბის ჩამოგდება.
ამ განცხადებას ასიფ ხავაჯამ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე უპასუხა: “ისრაელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ პაკისტანიც ატომური სახელმწიფოა” – დაწერა მინისტრმა.

მალე სიტუაციაზე ისრაელს თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა კომენტარი. მათ განაცხადეს, რომ შეტყობინება, რომელიც პაკისტანელმა მინისტრმა გამოაქვეყნა, არასწორია და რომ იაალონს არასდროს უთქვამს სიტყვები, რომელიც მას ჟურნალისტებმა მიაწერეს.

ებრაული გაზეთი “გაარეცი” თვლის, რომ პაკისტანურ მხარეს საგულდაგულოდ რომ შეესწავლა სიტუაცია, ნახავდა, რომ მათ თავდაცვის სამინისტროს მსგავსი განცახდება არასროს გაუკეთებია, კერძოდ, კი, მედია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ისრაელს არასდროს უთქვამს, რომ ისინი ატომურ იარაღს ფლობენ, გარდა ამისა, ისრაელს სირიის კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია უჭირავს და მასში არ მონაწილეობს.

გარდა ამისა, იაალონმა პოსტი 2016 წლის მაისში დატოვა და ახლა მთავრობის წევრია, ამდაგვარად, მისი განცხადება ყველა შემთხვევაში არ შეიძლებოდა ოფიციალურ საფრთხედ აღექვა ვინმეს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების მანძილზე სპეციალისტები დეზინფორმაციული სტატიების მომრავლებას უჩივიან, რომლითაც გარკვეული წრეები საზოგადოებით მანიპულირებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 25, 2016 22:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics