25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

პაკისტანი ირანსა და აშშ-ს შორის მედიატორობას ცდილობს -ისლამაბადის საგანგებო მისია თეირანში

პაკისტანი ირანსა და აშშ-ს შორის მწვავე კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით, დიპლომატიურ ძალისხმევას მნიშვნელოვნად აძლიერებს. ამ მისიის ფარგლებში, პაკისტანის არმიის მეთაურმა, ასიმ მუნირმა თეირანში საგანგებო შეხვედრა გამართა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, აბას არაღჩისთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ისლამაბადი ცდილობს გახდეს მთავარი მედიატორი თეირანსა და ვაშინგტონს შორის, რათა ხელი შეუწყოს ირანის ომის დასრულებას. მხარეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რათა რეგიონში კონფლიქტმა უფრო მასშტაბური სახე არ მიიღოს.

ირანული მედიის ცნობით, შეხვედრა საათების განმავლობაში, უშუალოდ სამხედრო და საგარეო უწყებების პირველ პირებს შორის, დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

ექსპერტების შეფასებით, ბირთვული იარაღის მქონე პაკისტანის ჩართვა პროცესში, რეგიონში ძალთა ბალანსისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია ჩინეთში: ნახშირის შახტში გაზის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიატრამპის ადმინისტრაცია ირანზე ახალი სამხედრო დარტყმებისთვის ემზადება