პაკისტანი: დედამ ქალიშვილი ოჯახის ნების წინააღმდეგ გათხოვების გამო მოკლა

ქალაქ ლახორში პაკისტანის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელმაც საკუთარი ქალიშვილი, ოჯახის თანხმობის გარეშე გათხოვების გამო მოკლა. პოლიციის მონაცემებით, ზიინატ რაფიკი საწოლზე დააბეს, რომლის შემდეგაც ბენზინი დაასხეს და დაწვეს. გოგონას დედას ბრალი ედება იმაში, რომ ქალიშვილი სახლში მოტყუებით მოიყვანა ქმრის სახლიდან.
უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა პაკისტანში, როცა გოგონებს ნათესავებთან უთანხმოების გამო წვავენ.

გასულ კვირას ცნობილი გახდა 19 წლის მასწავლებლის მარია სადაკატის სიკვდილის შეასხებ, რომელმაც უარი განაცხადა იმ სკოლის დირექტორის ვაჟზე დაქორწინებაზე, სადაც მუშაობს.
ერთი თვით ადრე კი ერთ-ერთ სოფელში 16 წლის მოზარდი დაწვეს იმის გამო, რომ ის თავის მეგობარს დაეხმარა სახლიდან გაპარულიყო.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ რეზოლუცია დაბლოკა
შემდეგი სტატიააშშ ხმელთაშუა ზღვაში ორ ავიამზიდს აგზავნის