პაკისტანელი მოდელი “ღირსების მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა

პაკისტანელი მოდელი

4პაკისტანელი მოდელი და ბლოგერი კანდილ ბალოჩი საკუთარმა ძმამ მოკლა. სავარაუდოდ, ეს ე.წ. “ღირსების მკვლელობა” იყო. პოლიციის თქმით, ქალი გუშინ საღამოს გაგუდეს. 26 წლის ბალოჩი ცნობილი გახდა პაკისტანისთვის საკმაოდ სკანდალური პუბლიკაციებით, სოციალურ ქსელებში განთავსებული პოსტებით და ფოტოებით. კანდილ ბალოჩს ამერიკელ ვარსკვლავს, კიმ კარდაშიანსაც კი ადარებდნენ.
რამდენიმე ხნის წინ მან თავის მუსულმან მოძღვართან სასტუმროში შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „მან მას ხელი შესთავაზა“. ამ ფაქტმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. სასულიერო პირი მოგვიანებით გადააყენეს, ხოლო ბალოჩმა მუქარების შემცველი წერილების მიღება დაიწყო. ნათესავების თქმით, მისი ძმა ბალოჩს სთხოვდა მოდელის კარიერისთვის თავი დაენებებინა. გარდა ამისა, ძმა მუქარების გამო განიცდიდა. პოლიციამ განაცხადა, რომ დანმაშავე არ არის დაკავებული, ის იმალება. “ღირსების მკვლელობა” არის ნათესავების მიერ ჩადენილი მკვლელობა, რომლის მიზანია “ოჯახის ღირსების დაცვა”. პაკისტანში ყოველწლიურად ასობით ქალი ხდება ე.წ. “ღირსების სიკვდილის” მსხვერპლი.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაეროვნულმა მეჯლისმა ერთობლივი დეკლარაციას ხელი მოაწერა