ფახულანში,ქალაღალის უბანში შიდა საუბნო გზა მეწყერის შედეგად ჩამოიშალა

ძლიერი წვიმის შედეგად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას. ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაღალის უბანში შიდა საუბნო გზა მეწყერის შედეგად ჩამოიშალა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირს. უხვმა ნალექმა წალენჯიხის, საჩინოს, მუჟავას, ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულებში დააზიანა ხიდბოგირები, ჩამორეცხა გზები , დატბორა საკარმიდამო ნაკვეთები.
აქედან გამომდინარე, დაზარალებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია.
ზარალის დამდგენი კომისია შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და მოახდენს დროული ეაგირებას.

 

 

banner
წინა სტატიაში(video) ხობის მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიატრამპი უცნობების ქორწილში შეიჭრა(ვიდეო)