ფახულანის საოკუპაციო ხაზთან სიმბოლური აქცია “ჩვენ დავამარცხებთ ოკუპაციას” მოეწყო

“სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. ეს დღე რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა. ეს არის დღე, რომელიც არასოდეს უნდა მიეცეს დავიწყებას. დაიღუპა უამრავი ადამიანი. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ და მათი სახელები არ უნდა მიეცეს დავიწყებას. თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არ აქვს მნიშვნელობა თაობას, ეს ის დღეა, როდესაც,სოხუმი დაეცა.

ჩვენმა გუნდმა ფახულანის საოკუპაციო ხაზთან სიმბოლური აქცია მოაწყო სლოგანით: “ჩვენ დავამარცხებთ ოკუპაციას”. ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა ჩვენს ძმებთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ, აღვადგინოთ ის ძმობა და სიყვარული, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის აკავშირებდა, აღვადგინოთ ნდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა. ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად წარმატებულ და ღირსეულ საქართველოს ავაშენებთ.

#ჩვენდავამარცხებთოკუპაციას” – წერს წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა

banner
წინა სტატიაშიმართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს
შემდეგი სტატიადაპირისპირება გმირთა მემორიალთან – დაკავებულია ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე