ფახულანის ე.წ საოკუპაციო ხაზთან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ფახულანის ე.წ საოკუპაციო ხაზთან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა სამოქალაქო მოძრაობა ,, ხმას” ორგანიზებით.

სოფელ ლიის ცენტრიდან ფახულანში მდებარე ე. წ საოკუპაციო ზოლამდე ველიმარათონი მოეწყო. აქციის მონაწილეები, მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს, ვაჟა გაფრინდაშვილის, რომელსაც 20 დეკემბერს, ე. წ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

სამოქალაქო მოძრაობის წევრებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ტრანსპარანტები წარწერით – „რუსეთი ოკუპანტია“, „სოლიდარობა ვაჟა ექიმს“, „აფხაზეთი საქართველოა“, „სამაჩაბლო საქართველოა“.

„აქციის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში მოტივაციის გაღვიძება, საქართველოს გაერთიანება ჩვენი თაობის ამოცანაა. ამ ახალგაზრდებს აღარ უნდა ჰქონდეთ საფიქრალი ოკუპაციაზე. საქართველო ჩვენ უნდა გავაერთიანოთ”, – განაცხადა სამოქალქო მოძრაობა „ხმას“ დამფუძნებელმა, ბაჩო ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიჩემი გოგო ინტენსიურში დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება
შემდეგი სტატია“გაბედე ბრძოლა სიცოცხლისთვის”