“ფაიზერის” წარმოებას გერმანიასა და შვეიცარიაში დაიწყებენ

წამლების ევროპული სააგენტოს კომიტეტმა “ფაიზერის” ვაქცინის გერმანიასა და შვეიცარიაში წარმოების ნებართვა გასცა.

ერთი ობიექტი, სადაც გერმანიაში დაიწყება წარმოება ეკუთვნის ფარმაჯგუფს Allergopharma GmbH & Co. KG და ის რაინბეკში მდებარეობს. შვეიცარიაში კი ვაქცინის წარმოებას დაიწყებს ფარმაკომპანია Novartis Pharma. ორივე მზა ვაქცინას გამოუშვებს.
ვარაუდობენ, რომ ვაქცინის წარმოება ევროკავშირის მოსახლეობის ვაქცინით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

გადაწყვეტილება ევროკომისიის ნებართვას არ საჭიროებს, ამიტომ, ელოდებიან, რომ წარმოების პროცესი ძალიან მალე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 78 ხმით მიიღო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია