“ფაიზერის” მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

დღიდან, 10 აგვისტოდან “ფაიზერის” ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/
“ფაიზერის” მეორე დოზით აცრის პროცესი 15 აგვისტოდან დაიწყება. საქართველში ამ ვაქცინით აცრა 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

თუ ვაქცინის პირველი დოზა ჯერ არ გაგიკეთებიათ შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამჟამად “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებია ხელმისაწვდომი.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აგვისტოსთვის
შემდეგი სტატიაბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია