„ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს

ფარმაცევტულმა კომპანია „ფაიზერმა“ გაერო-ს მიერ მხარდაჭერილ ჯგუფთან ერთად ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერი“ სხვა მწარმოებლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბების გამოშვების უფლებას მისცემს.

„ფაიზერის“ განცხადებით, ანტივირუსული აბების გამოშვების ლიცენზიას ჟენევაში მდებარე მედიკამენტების საპატენტო ფონდს მისცემს, რომლის საშუალებითაც, ამ კომპანიებს საშუალება ექნებათ, აბები 95 ქვეყანაში გამოსაყენებლად გამოუშვან, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს შეადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევძლებთ, 4 მილიარდზე მეტ ადამიანს მივცეთ წვდომა წამალზე, რომელიც, როგორც ჩანს, ეფექტურია და ახლახან შეიქმნა“, – განაცხადა მედიკამენტების საპატენტო ფონდის წარმომადგენელმა, ესტებან ბურონემ.

რამდენიმე კვირის წინ კომპანია „ფაიზერში“ განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რიცხვს თითქმის 90%-ით ამცირებს.

ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასა და საერთაშორისო რეგულატორებს კომპანიის მიერ შექმნილი ანტივირუსული აბების ავტორიზაციის მიღების მოთხოვნით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიშავღელეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დასრულდა
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას მკაფიოდ აუხსნა, რა უნდა გააკეთოს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი