„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, 27 აპრილიდან რუსეთი პოლონეთსა და ბულგარეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.

პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ PGNiG-მა უკვე დაადასტურა, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ვარშავას შეატყობინა, რომ ბუნებრივი აირის იამალი-ევროპის მილსადენით მიწოდება 27 აპრილს დილით შეწყდება.

ასევე, ანალოგიური შეტყობინება მიიღო ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანია Bulgargaz-მაც. ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება 27 აპრილიდან შეეზღუდება.

ბულგარეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფომ გაზის კომპანიებთან ერთად უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული გზების მოსაძებნად.

banner
წინა სტატიაშივიმედოვნებთ, რომ რუსული ნავთობის ალტერნატიულ წყაროებს უახლოეს დღეებში ვიპოვით – ჰაბეკი
შემდეგი სტატიარუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბძოლო მასალების საცავი იწვის