„ფაინენშალ თაიმსი“ – საუდის არაბეთში მოლაპარაკებებისას უკრაინა ეცდება, დაარწმუნოს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ზელენსკის ომის სწრაფად დასრულება სურს

საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებების დროს უკრაინა ეცდება, აშშ დაარწმუნოს, განაახლოს სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერა; ასევე ეცდება, დაარწმუნოს დონალდ ტრამპი, რომ ზელენსკის ომის სწრაფად დასრულება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ანონიმურობის პირობით მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, კიევს სურს, აშშ-ს შესთავაზოს რუსეთთან ცეცლხის ნაწილობრივი შეწყვეტა, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა და რაკეტების გამოყენებისა და შავ ზღვაში საბრძოლო ოპერაციების შეწყვეტით.

მედიის ცნობით, ამგვარად უკრაინა იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებებზე მიღწეული პროგრესი ვაშინგტონს გააუქმებინებს გადაწყვეტილებას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და იარაღის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, მოკლევადიან პერსპექტივაში კიევი პრიორიტეტს მიანიჭებს აშშ-თან ურთიერთობების გამოსწორებას.

უკრაინული დელეგაცია საუდის არაბეთში დღეს ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 10-12 მარტს საუდის არაბეთში დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტი უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საუდის არაბეთში აშშ-ს დელეგაციასთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია უარყო
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მხარს მიჭერს მე, პიროვნულად მე კი არა, რამდენადაც ქვეყნის განვითარების, აღმშენებლობის, სახელმწიფოებრიობის იდეას