ფაილებით, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ინფორმაციას აგროვებს და მოსკოვში გზავნის

13 სექტემბერს გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი, მამა ვლადიმერი “ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ” ინფორმაციას აგროვებს და რუსეთში გზავნის.

“საქართველოში რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, პროტოპრესვიტერმა ვლადიმერ ალექსანდროვმა, რუსეთის საპატრიარქოს მღვდელმსახურ მამა მაქსიმესთან საუბარში განაცხადა – “საქართველოში ჩემი მთავარი ამოცაანა ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და შემდგომ რუსეთის საპატრიარქოს ინფორმირება. პატრიარქი ილია მეორე უკვე მოხუცია, 87 წლისაა და ყველას აინტერესებს რა იქნება მომავალში”. – ვკითხულობთ სავარაუდოდ, სუს-ის ჩეტში.

17 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ გავრცელებულ ფაილებზე განცხადება გამოაქვეყნა. საპატრიარქოში ამბობენ, რომ მასალები “სიცრუეზეა აგებული, სიცრუე-სიმართლე აღრეულია, ზოგი სიმართლეს შეიცავს”. ასევე, საპატრიარქო განცხადებაში აღნიშნავს, რომ პირადი მონაცემების უკანონოდ შენახვა, გამოყენება, გავრცელება დასჯადია.

17 სექტემბერს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით თქვა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის პირდაპირი მოვალეობაა, პატრიარქი იყოს დაცული.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ფაილებზე: მივმართეთ აშშ-ს, სხვა ქვეყნებს სერვერებზე შენახვის, გამოთხოვის მიზნით
შემდეგი სტატიასუსის კრებსი: ნარკოტიკს მოიხმარენ სასულიერო პირები