“ფაილების თანახმად, ივანიშვილმა პატრიარქს გადადგომა მოსთხოვა”

მორიგი სკანდალური ჩანაწერი სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში – ე.წ. დანოსში, ოპერატიული თანამშრომელი ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის შეხვედრის შესახებ წერს.

მიმდინარე წლის თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში აღწერილია უფლებადამცველი ნანა კაკაბაძისა და ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის სატელეფონო საუბარი, სადაც ნანა კაკაბაძე სწორედ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბრობს, სადაც ფაილების თანახმად, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეს გადადგომა თხოვა.

დოკუმენტების თანახმად, ოლიგარქის მოთხოვნის შემდეგ, პატრიარქმა საუბრის ჩაწერა მოითხოვა, თუმცა ივანიშვილი ამას არ დათანხმდა და საპატრიარქო დატოვა.

ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: მეგის ქარდავას წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი: მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შესახლდება და კანონმდებლობით დადგენილი პროცესები წარიმართება