ფადი ასლი: ქვეყანა ქართული ოცნების პერიოდში კურსს იცვლის და სრული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ

ბიზნესმენი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, ფადი ასლი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და წერს, რომ

“გენიოსმა, რომელსა ჭადრაკში შემდეგი 8 სვლის გათვლა შეუძლია, მისი პარტიის ხელმოწერა გააუქმა ‘მიშელის შეთანხმებაზე’. ზუსტად ასევე, 2019 წელს, სიტყვა უკან წაიღო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ევროკავშირსა და ამერიკას მისი პარტიის წინააღმდეგ არ განაწყობდა, თუ სრული კურთხევა და ‘ტყვიაგაუმტარი’ გარანტია არ აქვს რუსეთისგან მიღებული.

ქართული პარადიგმა შეიცვალა, ქვეყანა ქართული ოცნების პერიოდში კურსს იცვლის და სრული სიჩქარით მიექანება რუსეთისკენ. საერთაშორისო საზოგადოების მხოლოდ გონებრივად სუსტ წევრებს შეიძლება ჯერ კიდევ სჯეროდეთ ქართული ოცნების ლიდერშიდის დაპირებების”, – წერს ფადი ასლი.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ ბრაიზა: საქართველოს მთავრობას უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება, გაარკვიოს, თუ როგორ გამოვიდეს ამ კრიზისიდან
შემდეგი სტატიაპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, კორონავირუსით არქიმანდრიტი იოაკიმე ასათიანი გარდაიცვალა