“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – კორონავირუსზე 3 ადამიანს ამოწმებენ

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2020 12:42

“პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – კორონავირუსზე 3 ადამიანს ამოწმებენ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე 3 პაციენტს ამოწმებენ. ლუგარის ლაბორატორიაში ანალიზები უკვე გაგზავნილია. პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

ერთ-ერთი პაციენტი, ვისაც ანალიზი უტარდება, 18 წლის ახალგაზრდაა, რომელიც თბილისში ფოთიდან გადმოიყვანეს.

“ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა, ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც გამოვლინდება პნევმონიის სახით. გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და დინამიური მონიტორინგით გადაწყდება მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მოქმედება. კლინიკურად, მასთან ერთად მყოფ პირთანაც, რომელიც მოთავსდა ჩვენს ცენტრში, ანალოგიური სიტუაციაა, ვირუსი უარყოფითია და არ არის გამოვლენილი დაავადება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი.

ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის. ახლა უნდა ვეცადოთ, ვირუსის გავრცელება არ მოხდეს და მთელი მუშაობა ჩატარდეს, პრევენციული ღონისძიებები, რომ გავრცელების აღკვეთა მოხდეს”, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2020 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics